ლანგენდეიკი პიტერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:45, 2 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიტერ ლანგენდეიკი − (ნიდერ.. Pieter Langendijk, 1683-1756), ჰოლანდიელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი. სახელი გაითქვა ნაციონალური კომედიებით, სადაც ასახა ჰოლანდიის „მესამე ფენის“ ყოფა: „დონ კიხოტი კამაჩოს ქორწილში“, „მკვეხარა“, „ორმხრივი საქორწინო მოტყუება“. განსაკუთრებული პოპულარობის ნიშნად შეარქვეს „ჰოლანდიელი მოლიერი“. თავის შემოქმედებით ანვითარებდა ჰოლანდიურ სახალხო ფარსს – კლუხტას, თუმცა ამასთანავე იცავდა კლასიციზმის პრინციპებს. მისი პიესები „კრელის ლოუვენი“, „მათემატიკოსები“ დღესაც არ ჩამოდის ჰოლანდიური სცენიდან.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები