მოჩალოვი პაველ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:49, 5 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პაველ მოჩალოვი − (რუს. Па́вел Моча́лов, 1800-1848), რუსი მსახიობი. გამოირჩეოდა შესრულების ბუნებრიობით, გრძნობათა გამოხატვის თავისუფლებით, კლასიცისტური კანონებიდან გონივრული გადახვევით. მან შექმნა მგზნებარე აჯანყებულთა სახეები, ტრაგიკული გმირები. იყო ძალზედ მრავალფეროვანი, დიდი წარმატებით თამაშობდა კომედიურ გმირებსაც. დაწერა პიესა „ჩერქეზი ქალი“. გამოთქვა თეორიული მოსაზრებები სამსახიობო ხელოვნების შესახებ.