მოჩალოვი პაველ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაველ მოჩალოვი

პაველ მოჩალოვი − (რუს. Па́вел Моча́лов, 1800-1848), რომანტიზმის ეპოქის რუსი მსახიობი.

დაიბადა მსახიობთა ოჯახში. 1803 ოჯახი გადავიდა მოსკოვიდან პეტერბურგში. მისი დებიუტი შედგა 1817 წელს, თანამშრომლობდა მოსკოვის დიდ და მცირე თეატრებთან. ხშირად პაველი მშობლებთან ერთად თამაშობდა სპექტაკლებში, ისინი სცენური პარტნიორები იყვნენ. მისი დებიუტის შესახებ ცნობები არ არის შემორჩენილი, თუმცა ს. აქსაკოვის მოგონენებიდან ირკვევა, რომ მას დიდი წარმატება ხვდა წილად. მსახიობი წარმატებით ასრულებდა როლებს შექსპირის პიესებში, ასევე ანტიკური დრამატურგების ტრაგედიებში. მას ზედმეტსახელი „დაუდგრომელი რომანტიკოსი“ შეარქვეს. მისი სახელი ლეგენდად იქცა რომანტიზმის ეპოქის რუსულ თეატრში. რომანტიზმის ესთეტიკა მის მიერ შესრულებულ როლებს გარეგნულადაც ეტყობოდა, რადგან პერსონაჟები, რომელთაც ის ასრულებდა სცენაზე, ლირიკულები იყვნენ. მოჩალოვის რომანტიმზმმა გზა გაუკვალა რუსულ თეატრს შექსპირის დრამატურგიისკენ. ხანმოკლე კარიერის მანძილზე მსახიობმა თეატრში 100-ზე მეტი როლი შეასრულა.

გამოირჩეოდა შესრულების ბუნებრიობით, გრძნობათა გამოხატვის თავისუფლებით, კლასიცისტური კანონებიდან გონივრული გადახვევით. მან შექმნა მგზნებარე აჯანყებულთა სახეები, ტრაგიკული გმირები. იყო ძალზედ მრავალფეროვანი, დიდი წარმატებით თამაშობდა კომედიურ გმირებსაც. დაწერა პიესა „ჩერქეზი ქალი“. გამოთქვა თეორიული მოსაზრებები სამსახიობო ხელოვნების შესახებ.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები