პინდარე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:00, 6 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პინდარე – (ძვ. ბერძ. Πίνδαρος, VI-V სს. ძვ.წ.), ძველბერძენი პოეტი, საზეიმო ქოროსმიერი სიმღერების ავტორი. შემორჩენილია ოლიმპიურ ან სხვა სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა საპატივცემულოდ მის მიერ შექმნილი ჰიმნების 4 წიგნი.