ჟემიე ფირმენ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:22, 6 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფირმენ ჟემიე – (ნამდვილი გვარი. – ტონერი, 1869-1933), ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე. 1887 წ. მუშაობას იწყებს სტატისტად თავისუფალ თეატრში. 1895-1906 წწ. მუშაობდა პარიზის თეატრებში, 1906-21 წწ. ხელმძღვანელობდა ანტუანის თეატრს, ხოლო 1920-33 წწ. – მის მიერ დაარსებულ „ნაციონალურ სახალხო თეატრს“. იყო რეალიზმის პრინციპების ერთგული დამცველი. თამაშობდა ძალზედ განსხვავებულ როლებს – მკვეთრად სახასიათოს, ლირიკულს, ტრაგედიულს, სატირულს. იგი ითვლებოდა სცენაზე ბუნებრივი თამაშის დიდოსტატად. როგორც რეჟისორი, ყოველმხრივ ცდილობდა შეექმნა ფართო მასებისთვის გასაგები თეატრი, ეძებდა ახალ ფორმებს ამ მიზნის მისაღწევად. იყო აქტიური საზოგადო მოღვაწე.