რუედა ლოპე დე
ლოპე დე რუედა − (იტალ. lope de Rueda, დაახლ. 1510 – დაახლ. 1565, ესპანელი მსახიობი, დრამატურგი. პროფესიით ხელოსანი, იგი თეატრით დაინტერესდა და მოხეტიალე დასს შეუერთდა, რომლის ხელმძღვანელი გახდა 1544 წელს და ამ დასისთვის წერდა პიესებს. დღეისათვის მისი ნაწარმოებებიდან ცნობილია 4 კომედია, 3 „მწყემსთა საუბრები“ და 20-ზე მეტი პასოსი. კომედიების და პასტორალების „ეუთემია“, „არმელინა“, „მოტყუებულნი“, „კამილა“, „ტიმბრია“ (და სხვ.) სიუჟეტები და სტრუქტურა ნასესხებია იტალიური წყაროებიდან. მან შემოქმედებითად გადაამუშავა „სწავლული კომედიის“ ხერხები და მიუერთა ხალხური თეატრის ტრადიციულ პასოსებს (კომიკურ-ყოფით ინტერმედიებს) „მოწვეული“, „ხაუხას ქვეყანა“, „ნიღაბი“, „კმაყოფილი რქოსანი“ (და სხვ.). მან შექმნა ცოცხალი ეროვნული ხასიათები, პერსონაჟები აამეტყველა ხალხურ ენაზე. მის ხელოვნებას მაღალ შეფასებას აძლევდა მ. სერვანტესი, ხოლო ლოპე დე ვეგა მას თვლიდა ესპანური ნაციონალური თეატრის ფუძემდებლად.