ტერენციუსი პუბლიუს
პუბლიუს ტერენციუსი − (ლათ. Publius Terentius Afer, დაახლ. 195-159 ძვ.წ.), ძველრომაელი დრამატურგი.
ადრეულ ასაკში იყო სენატორის მონა, რომელმაც მისცა განათლება და გაანთავისუფლა იგი. დაწერა 6 კომედია პალიატას ჟანრში: „ანდრიანელი ქალი“, „დედამთილი“, „საკუთარი თავის დამსჯელი“, „საჭურისი“, „ფორმიონი“, „ძმები“. თავის შემოქმედებაში იგი ძირითადად ორიენტირებული იყო მენანდრეზე და არა პლავტუსზე (უარყოფდა ბუფონადას, ილუზიის დარღვევას და ა.შ.), მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა ხასიათების შექმნაზე. იგი იყენებდა ახალი ატიკური კომედიისთვის დამახასიათებელ სიტუაციებს (ძალადობა, განხორციელებული გოგონას მიმართ უცნობი ჭაბუკის მიერ; ბავშვის დაკარგვა ან მოტაცება მისი შემდგომი „ამოცნობით“; ახალგაზრდების სიყვარული, რომელსაც ეწინააღმდეგებიან მშობლები). მისმა ნაწარმოებებმა დიდად შეუწყო ხელი ახალი ევროპული კომედიის წარმოქმნას.