ტირსო დე მოლინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:25, 7 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტირსო დე მოლინა − (ესპ. Tirso de Molina, ნამდვ. გვარი გაბრიელ ტელიესი, დაახლ. 1583-1648), ესპანელი დრამატურგი. 400 დაწერილი პიესიდან შემორჩენილია 84 კომედია და 5 „აუტო“. იყო ლოპე დე ვეგას მიმდევარი. მის პიესებში მკვეთრად არის გამოხატული ინტერესი ქვეყნის მომავლისადმი, შეერთებულია კომიკური და ტრაგიკული ელემენტები მისი შემოქმედებით ერთგვარად სრულდება რენესანსის ეპოქა ესპანურ თეატრში. მან შექმნა პიესები „წამოსასხამისა და დაშნის კომედიის“ ჟანრშიც. იგი მკაცრად ამხელს იმ დროინდელი საზოგადოების მანკიერ მოვლენებს კომედიებში „დასჯილი ქარაფშუტობა“, „სიყვარული და ეჭვიანობა დაგაჭკვიანებს“, „სიმართლე ყოველთვის გეხმარება“, „სიყვარული-მკურნალი“, „დონ ხილი – მწვანე შარვალი“, „ღვთისმოსავი მარტა“. მან შექმნა, აგრეთვე, გმირული კომედიები, გადაამუშავა ლეგენდა დონ ჟუანზე („სევილიელი მაცდური“), რელიგიურ-ფილოსოფიური პიესები – „განკიცხული რწმენის უკმარობისთვის“ „საუკეთესო ქურუმი ქალი“, „ცოლი, სახლის განმგებელი“ (და სხვ.).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები