ბეგალიშვილი ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:49, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეგალიშვილი ალექსანდრე გრიგოლის ძე - (15. I. 1923, თბილისი, – 26. XI. 1989, იქვე), ქართველი ალტისტი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1952), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1952), თბილისის კონსერვატორიის დოცენტი (1968), 1944-1967 უკრავდა საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. სიმებიანი კვარტეტის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (პრაღა, 1950). ბეგალიშვილმა პირველმა შეასრულა ქართველ კომპოზიტორთა ალტისათვის დაწერილი მრავალი ნაწარმოები.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი