დეციმა (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:56, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დეციმა
- ათსაფეხურიანი ინტერვალი, აღინიშნება ციფრით 10. დეციმა არსებობს: დიდი და მცირე. იგი წარმოადგენს ოქტავისა და ტერციის ჯამს, შეიძლება მისი გაზრდა ან შემცირება ნახევარტონით.
- ოროქტავიანი დიატონური ბგერათრიგის მეათე საფეხური.