ინვენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:40, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინვენცია - (ლათ. Inventio – გამონაგონი), მცირე ზომის მუსიკალური პიესის სახელწოდება. ინვენცია წარმოადგენს და მიანიშნებს პიესის მელოდიკისა და ფორმის გამონაგონს. პირველად ტერმინი „ინვენცია“ დაამკვიდრა ფრანგმა კომპოზიტორმა კ. ჟანეკენმა (1555). საყოველთაოდ ცნობილია ი. ს. ბახის ინვენციები კლავირისათვის (1720-23). ამ ფორმას XX ს. კომპოზიტორებიც მიმართავენ.

ინვენცია უახლოვდებიან ფუგას ან ფუგეტას. ინვენციის განმასხვავებელი ნიშნებია: ინვენციის დასაწყისი ჩვეულებრივ ერთხმიანი არ არის, იმიტაცია ოქტავურია, ინვენციის მონაკვეთები ხშირად გამოიყოფიან სრული „კადანსებით“, რაც არღვევს განვითარების უწყვეტობას (რომელიც მაგალითად ახასიათებს ფუგას).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები