იმიტაცია (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმიტაცია - (ლათ. Imitatio მიბაძვა), გადმოცემის ნაირსახეობა – მრავალხმიან მუსიკალურ ნაწილში, რომლის დროსაც ერთ ხმაში შესრულებული „მელოდია“ (თემა), მეორდება („იმიტირებულია“) სხვა ხმაში პირველის შემდგომ; იმიტირებული ხმა გადააადგილებს თემას სხვადასხვა ინტერვალით; მომდევნო ხმის შესვლის დროს წინა ხმა ქმნის „დაპირისპირებას“ იმიტაციასთან. ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტაცია ოქტავით (ზემოთ ან ქვემოთ), კვინტით ზემოთ, კვარტით ქვემოთ; გვხვდება. აგრეთვე იმიტაცია ტერციით, სეკუნდით, სეპტიმით.

საწყისი თემატური მასალის პირდაპირი გამეორების გარდა გამოიყენება იმიტაცია შებრუნებაში (ან საპირისპირო მიმართულებით) იმიტაცია გადიდებაში (თემის ბგერების გრძლიობა იზრდება ორჯერ, ოთხჯერ); იმიტაცია შემცირებაში (გადიდების საპირისპირო ხერხი), თავისუფალი იმიტაცია, რომელშიც დასაშვებია ზომიერი ინტერვალის სიდიდის შეცვლა; კიბოსებური იმიტაცია, რომლის დროსაც თემა იმიტირებულია ბოლოდან დასაწყისისაკენ. იმიტაციის გატარებას ჩვეულებრივი ხერხის გარდა, რომელიც გულისხმობს თემის სრულ გატარებას ყოველ ხმაში, ფართოდაა გავრცელებული თემის შეკუმშული გატარების ხერხი, როდესაც მომდევნო ხმა შემოდის მანამ, სანამ თემა ბოლომდე გატარდება. წინა ხმაში. ასეთ იმიტაციას „სტრეტა“ ეწოდება.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები