საწინასწარმეტყველო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:58, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საწინასწამეტყველო - ღვთისმსახურების დროს საკითხავი წიგნი.
ეს არის საკითხავი ძველი აღთქმიდან (იშვიათად ახალი აღთქმიდანაც), რომელიც დღესასწულებსა და დიდმარხვის დღეებში იკითხება მწუხრზე, წარდგომის შემდეგ (სხვა მსახურებებზე – ძალიან იშვიათად). საწინასწარმეტყველო შინაარსით დაკავშირებულია აღსანიშნ დღესასწაულთან, უმეტესად ეს არის ძველი აღთქმისეული წინა-სახეები და წინასწარმეტყველებები (აქედან სახელწოდებაც) ახალი აღთქმის მოვლენებზე. ბერძნულად და სლავურად (პირველისგან გამომდინარე) საწინასწარმეტყველოებს ეწოდებათ პარიმიები (ბერძ. "პარიმია" – "იგავი", "ანდაზა"), რადგან საწინასწარმეტყველოების უმრავლესობა არის აღებული სოლომონის იგავთა წიგნიდან.