ასტინომოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:24, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასტინომოსი - (άστυνόμος) - სიტყვასიტყვით „ის, ვინც არეგულირებს ქალაქის საქმეებს“. ძველ საბერძნეთში ასტინომოსი იყო საჯარო მოხელე, რომელსაც ზოგადად ზედამხედველობის მოვალეობა ჰქონდა დაკისრებული. ასტინომოსის მოვალეობები, გარკვეულწილად, დღევანდელი პოლიციის ფუნქციებს შეიძლება დავუკავშიროთ, თუმცა პოლიციისგან განსხვავებით, ასტინომოსს დანაშაულის გამოძიება არ ევალებოდა. ასევე დიდად არ ეხებოდა მას დანაშაულებში ბრალდებულის თუ გასამართლებული ბოროტმოქმედის დაპატიმრება თუ დასჯა.


წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები