აუტო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:28, 27 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აუტო –(ესპან. auto), ერთმოქმედებიანი დრამატული წარმოდგენა ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებზე.
აუტო ჩაისახა დაახლოებით XIV საუკუნეში, ფართოდ გავრცელდა ესპანეთსა და პორტუგალიაში. პირველ ხანებში აუტო პრიმიტიული შინაარსისა იყო და მას ასრულებდა რამდენიმე (3-4) სცენისმოყვარე, XVI-XVII საუკუნეში აუტო მდიდრულ სანახაობად გადაიქცა, სრულდებოდა ღია ცის ქვეშ. თან ახლდა ხოლმე მასობრივი პროცესია-მსვლელობები. ესპანეთში აუტოების ტექსტს აღორძინების ხანის დრამატურგები წერდნენ.