რისტორი ადელაიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადელაიდა რისტორი

ადელაიდა რისტორი – (ital. Adelaide Ristori, 1822-1906), იტალიელი მსახიობი.

დაიბადა მსახიობთა ოჯახში, ბავშვობიდან მშობლებთან ერთად მონაწილეობდა მელოდრამატულ დადგმებში, რომელთაც იტალიის პროვინციებში დგამდნენ მისი მშობლები. მისი სასცენო დებიუტი შედგა 1836 წელს. ჩამოყალიბდა ტრაგიკული ამპლუის მსახიობად, მის რეპერტუარშია შექსპირის, შილერის, რასინის, გოლდონის დრამები. მონაწილეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და მეგობრობდა ჯუზეპე გარიბალდისთან.

იგი იყო გ. მოდენას მოწაფე და თავისი ხელოვნებით ამკვიდრებდა პოლიტიკური ვნებების ხელოვნებას, ნაციონალურ-გამათავისუფლებელ იდეებს. ტრაგედიულ რეპერტუარში იგი ქმნიდა ძლიერი ნებისყოფის, დაუმორჩილებელ ქალთა სახეებს, რომლებიც მზად არიან გაიღონ ნებისმიერი მსხვერპლი მიზნის მისაღწევად. მის თამაშში შერწყმული იყო ცხოვრებისეული სიმართლე და მთრთოლვარე ემოციურობა. იგი თავს თვლიდა „კოლორიტული რეალიზმის“ მიმდევრად. თავისი შემოქმედებითი გამოცდილება ასახა წიგნში „ეტიუდები და მოგონებანი“.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები