დელ ტორო გილერმო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გილერმო დელ ტორო გომესი – და­ი­ბა­და 1964 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს, გვა­და­ლა­ხა­რა, ხა­ლის­კო, მექსიკა – მექ­სი­კელი სა­კულ­ტო კი­ნო­რე­ჟი­სორი, სცე­ნა­რის­ტი, პრო­დუ­სერი, მწე­რა­ლი. 2018 წლის პრემია „ოსკარის” ორ­გ­ზის ლა­უ­რე­ა­ტი, სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რის­ა და სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის­თ­ვის „წყლის ფორ­მა”.

ფილ­მე­ბის წარ­მო­ე­ბით დელ ტო­რო ჯერ კი­დევ ყმაწ­ვილ­კაცო­ბა­ში და­ინ­ტე­რეს­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გრი­მი­სა და ეფექ­ტე­ბის შექ­მ­ნას სწავ­ლობ­და. და­ახ­ლო­ე­ბით, ათი წე­ლი იმუ­შა­ვა გრი­მიო­რად, 1980-იანი წლე­ბის და­საწყის­ში სპე­ცე­ფექ­ტე­ბის წარ­მოე­ბის სა­კუ­თა­რი საპრო­დუ­სე­რო კომ­პა­ნია „ნეკროპია” შექ­მ­ნა. საპ­რო­დუ­სე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თ­დ­რო­უ­ლად მექ­სი­კურ ტელეპ­როგ­რა­მებ­ზეც მუ­შა­ობ­და რე­ჟი­სო­რად. იყო გვა­და­ლა­ხა­რაში მექ­სი­კუ­რი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ერ­თ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას სა­დე­ბი­უ­ტო „ქრონოსით” (1993 წე­ლი) მი­აღ­წი­ა, რო­მელ­მაც მექ­სი­კუ­რი კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ცხრა ჯილ­დო მი­ი­ღო. ამ წარ­მა­ტე­ბის წყა­ლო­ბით, პირ­ველ ჰო­ლი­ვუ­დურ ფილმ „მუტანტებს” (1997 წე­ლი) ქმნის.

გი­ლერ­მო დელ ტო­როს კი­ნო­ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მას­ხ­ვა­ვე­ბელმა ნიშ­ნებ­მა – ოს­ტა­ტუ­რად შერ­ჩე­ულ­მა სახ­ვით­მა რიგ­მა, მარ­ჯვედ შექ­მ­ნილ­მა მძი­მე ატ­მოს­ფე­რომ, არათ­ვალ­ნათ­ლივ­მა სი­უჟე­ტებ­მა და გზავ­ნი­ლებ­მა – რე­ჟი­სო­რი მის­ტი­კუ­რი ჟან­რის კი­ნემა­ტოგ­რა­ფის აღი­ა­რე­ბულ ოსტა­ტად აქ­ცი­ეს


ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  1. 1993 – „ქრონოსი” (კანის სკფ, კომპანია Mercedes-Benz-ის პრიზი)
  2. 1997 – „მუტანტები”
  3. 2001 – „ეშმაკის მთაგრეხილი”
  4. 2002 – „ბლეიდი 2”
  5. 2004 – „ჰელბოი”
  6. 2006 – „ფავნის ლაბირინთი” (ესპანეთის კინოაკადემიის ეროვნული პრემია „გოია” (Los premios Goya) საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის; ბრიტანული კინოაკადემია BAFTA-ას პრემია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
  7. 2008 – „ჰელბოი 2: ოქროს არმია”
  8. 2013 – „წყნარი ოკეანის ზღვარი”
  9. 2014-2017 – „შტამი” (სერიალი)
  10. 2015 – „მეწამული პიკი”
  11. 2017 – „წყლის ფორმა” (ვენეციის სკფ, „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი” საუკეთესო ფილმისთვის, პრემია Future Film
  12. Festival Digital Award; ბრიტანული კინოაკადემია FTA, დევიდ ლინის სახელობის პრემია მიღწევებისთვის რეჟისურაში; პრემია „ოქროს გლობუსი” საუკეთესო რეჟისორს; პრემია „ოსკარი” საუკეთესო ფილმს, საუკეთესო რეჟისორს).

და სხვ.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VIII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები