ლუმეტი სიდნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიდნი ლუმეტი

სიდნი ლუმეტი – (1924-2011) – ომისშემდგომი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ჰოლივუდელი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი.

მისი რეჟისორული ოსტატობის მწვერვალად ითვლება 1970-იან წლებში გამოსული ფილმები – ძირითადად „ძაღლური შუადღე“ და „ტელექსელი“. მის წარმატებულ ფილმებად კრიტიკოსები აგრეთვე მიიჩნევენ პირველ და უკანასკნელ ფილმებს – „12 განრისხებული მამაკაცი“ (1957) და „ეშმაკის თამაშები“ (2007).

დამთავრებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტი. კინოში დებიუტამდე, 1946 წელს შექმნა ბროდვეისგან დამოუკიდებელი მსახიობთა ჯგუფი და გახდა მისი რეჟისორი.

ფილმოგრაფია:

  • 1957 – „12 განრისხებული მამაკაცი“
  • 1959 – „გაქცეულთა მოდგმიდან“
  • 1962 – „ხანგრძლივი დღე ღამეში გადადის“
  • 1964 – „მევახშე“
  • 1965 – „გორაკი“
  • 1971 – „ანდერსონის მაგნიტური ფირები“
  • 1973 – „სერპიკო“
  • 1974 – „მკვლელობა „აღმოსავლეთის ექსპრესში“
  • 1975 – „ძაღლური შუადღე“
  • 1976 – „ტელექსელი“
  • 1981 – „ქალაქის პრინცი“
  • 1986 – „მეორე დილით“
  • 1992 – „უცხო ქალი ჩვენ შორის“
  • 1999 – „გლორია“
  • 2007 – „ეშმაკის თამაშები“

და სხვ.

ჯილდოები:

  • 1957 – „12 განრისხებული მამაკაცი“ (ბერლინის სკფ „ოქროს დათვი“, კინოს დარგში საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაციის (OCIC) პრიზი)
  • 1960 – „გაქცეულთა მოდგმიდან“ (სან-სებასტიანის სკფ პრიზი „ვერცხლის ნიჟარა“)
  • 1964 – „მევახშე“ (ბერლინის სკფ ფიპრესის პრიზი)
  • 1977 – „ტელექსელი“ („ოქროს გლობუსი“ საუკეთესო რეჟისორს)
  • 1981 – „ქალაქის პრინცი“ (ვენეციის სკფ პაზინეტის თასი საუკეთესო ფილმისთვის)
  • 2005 – საპატიო ოსკარი.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები