აკომპანემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:33, 16 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკომპანემენტი - (ფრ. accompanement) თანხლება – მუსიკა, რომელიც თან ახლავს და ჰარმონიულად ავსებს სოლო პარტიას; ძირითადი თემის, მუსიკალური ნაწარმოების მელოდიის თანმხლები მუსიკა.
აკომპანემენტი ფოლკლორში ფართოდაა გავრცელებული ხორციელდება როგორც ინსტრუმენტების, ასევე მომღერალთა ხმის აყოლების საშუალებით. აკომპანემენტითვის გამოიყენება ფანდური, ჩონგური, სტვირი და სხვა საკრავი.
აკომპანემენტი ამაღლებს ფოლკლორული ნაწარმოების მხატვრულ დონეს, ემოციურობას, აღრმავებს მის შინაარსს.
ჯ. ბარდაველიძე