გუჯეჯიანი ემზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:19, 20 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ემზა გუჯეჯიანი – (1847-1946) – სვანი მთქმელი. მულახის თემის სოფელ ჭოლოშის მკვიდრი, წერა-კითხვის უცოდინარი, ქართული ენის (იმერული დიალექტის) მცოდნე. გუჯეჯიანი წლების განმავლობაში ბექარბი დადეშქელიანის კარის მეზღაპრე იყო. გუჯეჯიანი რეპერტუარის დიდი ნაწილი მამისაგან ჰქონდა შეთვისებული, მეზღაპრეობამი თავის მოწაფედ შვილს ლევანს თვლიდა.
ქ. სიხარულიძე
ლიტერატურა
- ქს. სიხარულიძე, ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, 1949, გვ. 293-295;
- სახალხო მთქმელები, I, 1956, გე. 13–27.