ვარშაყიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:26, 23 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვარშაყიანი – საფალავნო-სათავაგადასავლო მოთხრობების ვრცელი კრებული, რომელიც ხელნაწერის სახითაა დაცული. ვარაუდობენ რომ გადმოკეთებულია სპარსულიდან მე-18 საუკუნის ბოლო მეოთხედში. ვარშაყიანში ბევრი ფოლკლორული მოტივია ფიქსირებული. ასეთია: ვეშაპთან ბრძოლა, გმირის ჩანთქმა, დევებთან შეხვედრა, ბუნების ენის ცოდნა, სურათის საშუალებით გამიჯნურება, მზეთუნახავის ძებნა, მაქციობა და სხვ. ზოგი მათგანი ქართულ ტრადიციაში იღებს სათავეს.
მ. ჩიქოვანი
ლიტეატურა
გ. ახელედიანი. ვარშაყიანი, კრ.: ქართული ლიტერატერის საკი-თხები, 1968.