თავისპირის ლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:48, 24 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თავისპირის ლექსი – საერთო ზომასა და რითმზე დამყარებული დიალოგური ლექსის ტრადიცია მთაში: როცა ორი მოლექსე პირისპირ ეჯიბრება ერთმანეთს და სალექსო სტრიქონებს გონებამახვილურად აწყობს. ფშაური კაფიის შესაბამისი ხევსურული ტერმინი. პოეტურ შეჯიბრში ვინც უფრო აზრიანსა და გაგებულ ლექსს იტყვის ერთყუვზე გამარჯვებაც მას რჩება. მამა-შვილის შემღერნება-გალექსების ხევსურული ნიმუში ასეთია:
- მამა: გიორგი შემომიმღერე, მამა ენაცვლოს შვილსაო,
- შვილი: ნეტავი ჩემო მამაო, არ მოსცდებოდე ძილსაო,
- წახვიდოდ, დაიძინოდი, ლოგინს ნახავდი თბილსაო.