კრონი კარლ ლეოპოლდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:34, 29 აგვისტო 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარლ ლეოპოლდ კრონი – (1863-1933), ფინელი მეცნიერი, ფინური ფოლკლორისტული სკოლის მეთაური, ისტორიულ-გეოგრაფიული მეთოდის წარმომადგენელი. იკვლევდა ზღაპრებსა და კალევალას რუნებს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ეპოსს. მისმა მრავალტომიანმა გამოკვლევამ „კალევალა“-ს შესახებ, ეტაპი შექმნა ეპოსისმცოდნეობაში. მას ეკუთვნის ნაშრომი „ფოლკლორისტული მუშაობის მეთოდი“ (1926). კარლ ლეოპოლდ კრონმა ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა ამირანის პრობლემას. მისი „დატყვევებული ურჩხული“ (1907) ქართული ეპოსის შესწავლის ერთი უშესანიშნავესი მაგალითია შედარებითს ფოლკლორისტიკაში. კარლ ლეოპოლდ კრონის აზრით პრომეთეს მითის, საერთოდ ევროპული დატყვევებული ბუმბერაზების სიუჟეტთა, სათავე აღმოსავლეთშია საძებარი.

მ. ჩიქოვანი



ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი. ფინელი მეცნიერი კ, კრონი ამირანის მესახებ, ქართული ეპოსი, 11, 1965.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები