საიდუმლო ენა – მინიშნებული, პაროლური სიტყვებით საუბარი, რასაც რიტუალის დროს ცრუმორწმუნეობის მსახურნი (მლოცავი, ხუცესი, ქადაგი და სხვა) მიმართავდნენ. მაგ., „თეთრეულ თეთრეულში გაგირივ“ − ფული შემოგწირა, „ქოჩრიანთ ეტლ მაერივ“ – რუსებმა გაიმარჯვეს და სხვა. ჯვარის ენა, ხატის ენაა.
წყარო
ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II