ლარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:48, 26 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლარები(რომ.) ძველების წარმოდგენით, ჭერის, კერიის, ოჯახის მფარველი ღვთაებები ან სულები.

ლარები ფუძის ანგელოსთა მსგავსად მფარველობდნენ არა მხოლოდ ოჯახს, არამედ მის თითოეულ წევრს. პენატებისგან განსხვავებით, რომლებიც თან სდევდნენ პატრონს, სადაც არ უნდა წასულიყო იგი, ლარები სამუდამოდ რჩებოდნენ ოჯახში.

მათ გამოსახულებებს ათავსებდნენ საგანგებო ყუთში, რომელსაც დებდნენ კერიის მახლობლად, პენატთა გვერდით. როდესაც სუფრა იყო გაშლილი, მომცრო თეფშებით ლარებს უდგამდნენ საკვებს. მათთვის მსხვერპლის შეწირვა აუცილებელ ოჯახურ ზეიმად ითვლებოდა. ქალაქსა და სახელმწიფოსაც ჰყავდა თავისი ლარები. მათ შორის ასახელებენ აკა ლარენციას, რომულუსს, რემუსს, ტიტუს ტატიუსს. ლარები ქუჩებსაც მფარველობდნენ. გზაჯვარედინებს ამშვენებდნენ მათი ქანდაკებები.

მოგვიანებით სიტყვა „ლარი“ ოჯახის სინონიმად იქცა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები