ფეხის დაბწნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:12, 27 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფეხის დაბწნა – ლეჩხუმში გავრცელებული საახალწლო ჩვეულება. თითოეული პიროვნება ახალწლის პირველ სამ დღეს „ფეხს იბწნის“, ე. ი. კეთილად მიჩნეულ ოჯახში მიდის და ბედს დაიხელადებს. მასპინძელი სუფრაზე მიიწვევს, ხელებს ღვინით დააბანინებს და თითებზე მარილს წააყრის. მეკვლეს მსგავსად, წასვლისას მასპინძელი ბამბის ქულას ან ყაჭს დაუხელადებს თეთრთან ერთად, ეტყვის: „იმდენ წელს არაფერი გეტკინოს, რამდენი ბეწვიც. ამაშია. შოვნაში და ბედნიერებაში გაგეტარებინოს მთელი წელიწადი“.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები