გაბრიელ მაიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:54, 27 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გაბრიელ მაიორი – (?–1795), თეატრალური მოღვაწე და დრამატურგი (ზ. ჭიჭინაძის ცნობით, „თავისი ნაწერი პიესებიც ჰქონია“). დგამდა საერო და სასულიერო (მისტერიულ) დრამებს. მას იცნობენ და ახსენებენ ბესიკი, მირიან, იოანე და თეიმურაზ ბატონიშვილები. ერეკლე მეორემ „არტილერიის თავად“ დანიშნა. მასვე უბოძებია არეშაშვილობა. პ. ბუტკოვის მოსაზრებით, გაბრიელ მაიორის წინანდელი გვარი იყო გალეგოვი და იგი ეკუთვნოდა გაქართველებულ სომეხთა წრეს. დაიღუპა კრწანისის ბრძოლაში.
წყარო