ბაგრატიონი მირიან ირაკლის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაგრატიონი მირიან ირაკლის ძე

ბაგრატიონი მირიან ირაკლის ძე, (მირიან ბატონიშვილი) — (1767-1834), უფლისწული, მეფე ერეკლე II შვილი, გენერალ-ლეიტენანტი (1798), გენერალ-ადიუტანტი (1803).

შედიოდა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ერეკლე II-მ გაგზავნა პეტერბურგს 1783 წლის ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით; იქვე დარჩა და რუსეთის სამსახურში შევიდა. პეტერბურგიდან მიმოწერა ჰქონდა ქართლ-კახეთის სამეფო კართან. მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი და სენატორობა. 1797 წლის დასაწყისში ებოძა ყაბარდოს პოლკის შეფობა.

მირიან ბატონიშვილმა შემოგვინახა „დავითიანის“ გურამიშვილისეული ხელნაწერი და არზა. მირიან ბატონიშვილი 1798 წლის იანვარში საქართველოში დაბრუნდა, გათავისუფლდა სამსახურიდან და აქვე დარჩა. 1801 წლის 15 მარტიდან სამუდამოდდასახლდა პეტერბურგში, ეწეოდა ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობას. რუსულიდან თარგმნა „სწავლა თქმული ილია მინიატისაგან“, ბრავეს ტრაგედია „ატეისტი“; ავტორია რამდენიმე იამბიკოსი. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.


მოვედით, მოყმენო
მოვედით, მოყმენო, შეკრბით ჯომარდნო,
მწუხარეს მომხედეთ, შემიწყალენით,
მოყვარეთა მწენო, მტერთ გულის დარდნო,
მისმინეთ ნაღველნი, მით მიბრალენით.
მოვშორდი მშობელთა და ნათესავთა,
სწორთა, მეგობართა, მოყმეთა, თავთა,
მით საწუთრომან მიმცა ნაღველთა შავთა,
ამ დარდით მიხსენით, დამავალენით.
ესდენ ხანს ვეძიე, ვერ ვპოვე მშველი,
ამისათვის ნიადაგ თვალნი მაქვს სველი,
აწ შემოქმედისგან შეწევნას ველი,
თქვენ გნახო მშვიდობით, ქება გძღვნათ ენით.
აწ ყარიბი მარტო დავიარები,
სიყრმის მეგობრებთან ვერ ვეხარები,
ამისთვის ვარ ყოველთ შესაბრალები,
მაცოცხლეთ თქვენც, ან მო-ცა-მკალენით.
ესდენ უცხოობით მწუხარ არს გული,
თქვენის სიშორითა იურვის სული,
მანი რაესთან სმით შეიწრებული,
სიკვდილს მივწურვილვარ ამ დარდის სენით.



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

იხილე აგრეთვე

მირიან ბატონიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები