გულანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:45, 28 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გულანი — კრებული, ქართული ლიტურგიული (საღვთისმსახურო) პრაქტიკის მიერ შემუშავებული. გულანის შემადგენელი წიგნებია: „სახარება“, „თთვენი ათორმეტნი“, „მარხვანი“ და „ზატიკი“, „საწინასწარმეტყველო“, „დავითნი“, „ჟამნი“, „სვინაქსარი“, „ტიპიკონი“, „ცხოვრებანი“. გულანი ორიგინალური ქართული კომპოზიციის კრებულია და შინაარსით მნიშვნელოვნად განსხვავდება ანალოგიური ხასიათის ბერძნული პანდექტისაგან. გულანი ჰქონდათ მდიდარსა და დიდ ეკლესიებს. ყველა გულანი ერთი შემადგენლობისა არაა, შემოკლებულ რედაქციას „ჟამგულანს“ უწოდებენ.