პროკოპი მღვდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:01, 29 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროკოპი მღვდელი (X ს-ის 40-იან წლებამდე) — მთარგმნელი. პალესტინაში ან სინას მთაზე უთარგმნია ბასილი დიდის ასკეტიკა („მოკლე წესები“ და ერთი ასკეტური სიტყვა), რომელიც შემონახულია X ს-ის სინას მთის ხელნაწერით. პროკოპის თარგმანს მოიხსენიებს ეფრემ მცირე ბასილი დიდის „ასკეტიკონის“ საკუთარი თარგმანის ანდერძში. პროკოპი მღვდლის თარგმანი ძალზე მნიშვნელოვანია. მასზე დაყრდნობით შესაძლებელი ხდება ბასილი დიდის ძირითადი ასკეტიკური თხზულების — „მოკლე წესების“ თავდაპირველი რედაქციის აღდგენა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები