იადგარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
იადგარი — ჰიმნთა კრებული (XI ს-მდე არსებული ტერმინოლოგიით). არსებობდა ორი სახის იადგარი: მოკლე („დღესასწაულთანი“) და საწელიწადო იადგარი. ფიქრობენ, რომ იადგარი ადრე უნდა ეთარგმნათ ქართველებს. IX ს-ის ჭილ-ეტრატის კრებულში დაცულია მისი ჩამოყალიბებული სახე. პ. ინგოროყვას ვარაუდით, ძირითადი ნაწილი იადგარისა შექმნილია არაუგვიანეს VII-VIII საუკუნეთა. IX ს. მიეკუთვნება გრიგოლ ხანძთელის საწელიწდო იადგარი. X ს-ში ვრცელი და სრული იადგარი (მიქელ მოდრეკილის კრებული).