აედოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:34, 2 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აედოსი − (ბერძნ. aoidos – მომღერალი) სახალხო მთქმელი ძველ საბერძნეთში. აედოსები ქმნიდნენ და თვითონვე ასრულებდნენ ეპიკურ სიმღერებს ფორმინგის ან კითარის თანხლებით. თემათა ოსტატურად გამეორება, სპეციფიკური ეპიკური ენისა და ფორმულების ცოდნა აედებს უადვილებდა იმპროვიზაციას. ისინი ბევრს მოგზაურობდნენ, გამოდიოდნენ დღესასწაულებზე და დიდებულთა სასახლეებში. აედოსები დაგვიხატა ჰომეროსმა „ოდისეაში“ ფემიოსისა და უსინათლო დემოდოკეს სახით.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები