ღუდუშაური შიოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღუდუშაური შიოლა – XVII საუკუნის ისტორიული პიროვნება, რომლის სახელთან სოციალური უთანასწორობის ამსახველი ლექსებია დაკავშირებული. ზოგ ლექსში იგი „აჩხოტის ბატონად“ არის მოხსენიებული. თანამემამულეთა მიმართ მის უდიერ დამოკიდებულებას გადმოგვცემენ სტრიქონები:

შიოლავ ღუდუშაურო, სკამს ზიხარ ერისთვისასა,
აღარც ქალს ინდობ, აღარც კაცს, არცა ბალღს ერთის თევისასა,
პირიდან ცეცხლსა მეხად ჰყრი, კლდეს ადნობ ბასრის ქვისასა.

შიოლა ღუდუშაურის თემაზე შექმნილ ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია ბალადა „შიოლა და მთრეხელი“.


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები