ხალხური ნოველა
ხალხური ნოველა – მცირე ხალხური მოთხრობა საყოფაცხოვრებო თემაზე. ფოლკლორული პროზის უძველესი და ძირითადი სახე. სიუჟეტურად და შინაარსობრივად უპირისპირდება ჯადოს- ნურ ზღაპარს. ხ. ნ. საფუძველი და სპეციფიკის არსი არის ბუნე–- ბისა და საზოგადოების ძალებზე რეალისტური წარმოდგენა, ცხოვ- რების სინამდვილით ასახვა, სცენაზე გამოყვანა ცხოვრების შუა- გულიდან ამორჩეული პერსონაჟების, რომლებიც მოქმედებენ ტიპობრივ გარემოში.ჭთავისი სტრუქტურითდაა სტილით ხ. ნ. ლი– ტერატურულის უშუალო წინამორბედია. უძველესმა ნოველის- ტურმა მოტივებმა ნიადაგი მოუმზადეს როგორც ზეპირი სადასიტ- ყვაობის თვისებრივ გაღრმავებას საერთოდ, ისე ლიტერატურული ნოველის აღმოცენებასა და მწერლობაში დამკვიდრებას, კერძოდ. ეს მოტივები მხოლოდ გარეგანი მოდელით ემსგავსებიან ერთმა- ნეთს, ხოლო შინაგანად სხვადასხვა ხალხის ზეპირშემოქმედებაში "დამოუკიდებელი მხატვრულ-ესთეტიკური ფენომენის სახეს ღებუ- ლობენ. ამის საილუსტრაციო მასალას უხვად გვაწვდის ძველი ქართული მწიგნობრობა, რომელშიც ნოველისტურმა მოტიეებმა, უეჭველად, პირდაპირ ხალხური ეპოსის წიაღიდან ჰპოვეს ასახვა.
ტერმინებია: საყოფაცხოვრებო ზღაპარი (ნ.), ნოველისტური ან რეალისტური ზღაპარი (Lნ.), ნოველისტური საყოფაცხოვრებო ზღა- პარი (ნ.,, საყოფიერო ნოველისტური ზღაპარი (ნ.), ნოველა-მოთ– ხრობა, ხ. ნ.-ის ნიმუშებია „ერთი მანეთის შოვნა“, „ცაზე რამდე– ნიმე ვარსკვლავია“, „ცოლ-ქმრის ამბავი“, „მეფე და ვეზირები“, „ვინც საქმე გააკეთა, პურიც იმანა ჭამოს“, „ობოლი და ქოსამატ– ყუარა“.)
ხ. ნ.-ის ცაკლე კრებულები ადრე არ იცემოდა და მისი ნიმუ- შები ზღაპრების ჩვეულებრივ კრებულებშე შეჰქონდათ. ყველაზე ადრინდელი ჩანაწერები ქართული ხ, ნ.-ისა ეკუთვნის XVII ს. მე- ორე ნახევარს, იგი გვხვდება ბერნარდე ნეაპოლელის კრებულში (ნ.ე), რომელიც მიხ. ჩიქოვაზმა გამოსცა 1964 წ. ბევრი ნიმუშია გამოქვეყნებული „აკაკის კრებულში. ლ. აღნიაშვილის (ნ.), თ. რაზიკაშვილის (ნ.), აგრეთვე მიხ. ჩიქოვანის ქს. სიხარულიძის, ელ. ვირსალაძის, ალ. ღლონტის და სხვ. კრებულებში ქართული· ხ. ნ.-ის პირველი ცალკე კრებული 1956 წ. გამოიცა.
ალ. ღლონტი
ლიტერატურა
- ალ. ღლონტი, ქართული ხალხური ნოველა, 1, თბ., 1963: II, თბ., 1966;
- მიხ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956;
- მიხ. ჩიქოვანი, ქართული ზღაპრები, კრებ. „ქართული ხალხური ზღაპრები", II, თბ., 1938;
- ქს. სიხარულიძე, ქართული ხალხური სიტყვიერება. 1, თბ., 1956;
- ელ. ვირსალაძე, ზღაპარი, ქართული ხალხერი პოეტური შემოქმედება, I, თბ., 1960;
- ტექსტები: ქართული ხალხური ნოველები, ჩაწერა, გამართა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო ალ. ღლონტმა, 1956;
- „ხალხური სიბრძნე", II, შეადგინა, წინასიტყვაობა და შენიშენები დაურთო ალ. ღლონტმა. თბ., 1964;