საგალობელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:07, 4 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საგალობელი — ლიტურგიკული ტერმინი. ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში დიდ როლს ასრულებდა გალობით წარმოთქმული ჰიმნები. ჰიმნებს ქართულად გალობა ანუ საგალობელი ეწოდებოდა. საგალობელთა ჯგუფში პირველი ძლისპირი იყო, კილოსა და საზომის განმსაზღვრელი, დანარჩენებს ტროპარი, მუხლი ანდა დასდებელი ერქვა.