სარგის თმოგველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:19, 4 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარგის თმოგველი – (XII ს.), მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე, ვარამ მხარგრძელის ვაჟი (თმოგველობა მიიღო 1191 წ.). ისტორიულ-ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით, მიეკუთვნება რომანული ეპოსი „დილარგეთიანი“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, და ქართული „ვისრამიანი“. ეს უკანასკნელი წარმოადგენს XI ს. სპარსელი პოეტის ფახრ-ედ-დინ გორგანის პოემის „ვის ო რამინის“ მაღალმხატვრულ პროზაულ თარგმანს.