ხატი (სალოცავი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:47, 5 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხატი – მთის კუთხეებში ამა თუ იმ ღვთისშვილის სახელზე დაწესებული სალოცავი. დიდი თუ მცირე ხატი გვხვდება თითქმის ყველა სოფელში. არსებობს როგორც სასოფლო, ისე სათემო ხატი. ზოგიერთს ქრისტიან მთიელებთან ერთად მაჰმადიანი მთიელებიც ლოცულობდნენ. ხატი წარმოდგება საკულტო და სამეურნეო ნაგებობათაგან, აქვს სახნავი და ტყე.
დ. გოგოჭური
ლიტერატურა
- ს. მაკალათია, ფშავი, 1934, გვ. 176;
- ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივი საკულტო ძეგლები, II, 1974.