ტესტამენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:19, 6 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტესტამენტი – ანდერძი-ტრაქტატი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ მაკედონელმა (867-888) მისცა თავის შვილს ლეონს. ნაწარმოები დიდად პოპულარული იყო შუა საუკუნეებში და მრავალ ენაზეა თარგმნილი. ქართული თარგმანი რუსულიდან არის შესრულებული. XVIII ს-ში ეს თარგმანი გამოუციათ. წინასიტყვიდან ვიგებთ, რომ თარგმანი ეკუთვნის ალექსანდრე ბატონიშვილს. ფიქრობენ, რომ მთარგმნელი არის ალექსანდრე არჩილის ძე, რომელმაც დაახლოებით 1738 წ. გადმოაქართულა „ტესტამენტი“.