ძეგლი ერისთავთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძეგლი ერისთავთა (1248–1400) — საგვარეულო მატიანე, რომელიც ქსნის ერისთავთა თავგადასავალს მოგვითხრობს. მისი ავტორი უნდა იყოს ლარგვისის მონასტრის ბერი. იგი გაწაფული ისტორიკოსი არ ჩანს — ძირითადად აინტერესებს ქსნისა და არაგვის ხეობათა ამბები, სამხედრო მოქმედებანი.