გრიგოლ აბაშიძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბაშიძე გრიგოლ (1866-1903) — პოეტი, მთარგმნელი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ლექსებს ბავშვობიდანვე წერდა. მისდევდა ქართველ „სამოციანელთა“ ლიტერატურულ ტრადიციებს, განიცდიდა ილიას, აკაკის, ნ. ბარათაშვილის გავლენას. შემოქმედების ძირითადი მოტივებია: პატრიოტიზმი, მშრომელთა ყოფა, სიყვარული, ბუნება. მისი პოეზია გამსჭვალულია ოპტიმისტური სულისკვეთებით. რამდენიმე ლექსი („ო, მარგარიტა…“, „ოდესაც გიცქერ“…) სიმღერადაც გავრცელდა. თარგმნა ჰიუგოს, ჰაინეს, შილერის, პრუდონის, ედვინ არნოლდის, პუშკინის, პლეშჩევის, ა. ტოლსტოის ნაწარმოებები.