ჰომილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:04, 9 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰომილია - ეფრემ მცირეს განმარტებით, „არს ზეპირად პირისპირ თქმა“, ე. ი. მორწმუნეთა დასამოძღვრად სამღვდელო პირის მიერ წარმოთქმული მოძღვრება-ქადაგება, რომელსაც ეგზეგეტიკურ-მორალისტური ხასიათი აქვს. ჰომილიას ან თვით წარმომთქმელი დაწერდა, ან სხვა პირი ჩაიწერდა წარმოთქმის დროს. ამ გარემოებამ მყარი ნიადაგი შექმნა სასულიერო მწერლობის გარკვეული დარგის — ჰომილეტიკის განვითარებისთვის.