ქებაძე პეტრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქებაძე პეტრე (XVIII-XIX სს.) — მთარგმნელი, მწიგნობარი. დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში. ახლო ურთიერთობა აკავშირებდა მ. ბროსესთან, ქართული ხელნაწერების შეგროვება-გადაწერაში ეხმარებოდა. მანვე გადაწერა „ვეფხისტყაოსანი“ და შენიშვნებიც დაურთო. რუსულიდან თარგმნა სუმაროკოვის ისტორიული ტრაგედია „სინავი და ტრუვორი“. 1815 წ. იონა გედევანიშვილის მიერ გამოცემული „ლოცვანი“ დასტამბულია „პეტრე ქებაძის მუშაკობითა“