მიხაბიშვილი შოთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:19, 12 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შოთა მიხაბიშვილი – (1921 - ?) ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი, აფხახეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკი, დაიბადა ქ. სოხუმში. 1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1953 წელს - საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია ქ. მოსკოვში, ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის კათედრას სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომში - აფხახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) პოლიტოლოგიის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში (თბილისში). იკვლევს სოციალური ფილოსოფიის, ქართული ფილოსოფიისა და დიალექტიკის კატეგორიებს. იყო აფხახეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.