ქობულაშვილი ოთარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:49, 12 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქობულაშვილი ოთარ (?-1830) — პოეტი. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას შეადგენს სატრფიალო ლირიკა. იყო „მელექსე სიყვარულისა და მიჯნურობისა, ლექსთა მისთა იმღერდნენ ქართველთა მოსაკრავენი და მეჭიანურენი“ (პ. იოსელიანი). პოეტის ლექსებში ჭარბადაა ტრადიციული სახეები, ნაცნობი ხატება ბედკრული მიჯნურისა.