ცდა (ალმანახი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:26, 13 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Masatiani (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ცდა — ყოველწლიური ლიტერატურული ალმანახი გამოდიოდა 1889-1891 წწ. ქუთაისში. გამომცემლები — ალექსანდრე გარსევანიშვილი (წ. I) და საზოგადოება „ქართული მწერლობის მოყვარენი“ (წ. II და III). ალმანახში თანამშრომლობდნენ: გ. წერეთელი, მ. გურიელი, დუტუ მეგრელი, ს. ხუნდაძე, გ. ვოლსკი, დ. კარიჭაშვილი, პ. კვიცარიძე. მხატვრული ნაწარმოების გვერდით მასში ქვეყნდებოდა ისტორიული წერილი, სოციოლოგიური გამოკვლევა, ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა. „ცდაში“ დაიბეჭდა ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშები, ჰომეროსისა და შექსპირის ნაწარმოებთა თარგმანები.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები