მამაცაშვილი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:28, 18 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე მამაცაშვილი

მამაცაშვილი კონსტანტინე (1814-1900) – ლიტერატორი, საზოგადო მოღვაწე და პოეტი.

თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის შემდეგ დაამთავრა პეტერბურგის კადეტთა კორპუსი. 1869 წ. მიიღო გენერალ-ლეიტენანტობა. კ. მამაცაშვილი ცნობილი იყო როგორც რუსეთის ჯარების გამოჩენილი გენერალი და ნიჭიერი სარდალი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გაბედულად იმაღლებდა ხმას ბატონყმობის წინააღმდეგ და მოითხოვდა შეღავათებს გლეხთა განთავისუფლებისას. ახლო მეგობარი იყო ნ. ბარათაშვილისა; მის მიერ „დროებაში“ გამოქვეყნებული მოგონებები ძვირფას მასალას გვაწვდის გენიალური პოეტის ბიოგრაფიისთვის. კ. მამაცაშვილი იცნობდა და მეგობრობდა მ. ი. ლერმონტოვს.




თხზულებანი

  • კ. მამაცაშვილი, „თ. ნ. მ. ბარათაშვილი“, 1893.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები