ლეკურ-კაბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:54, 13 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლელე, ლეკურ-კაბა – სვანური საფერხულო სანახაობა წრისშიგნითა მომღერალ-მოთამაშით, რომელშიც ძირითადად ქალები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს საფერხულო წყობა აგებული იყო რძლისა და მაზლის დიალოგზე, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს საკუთრივ თეატრალური ქმედებად და არა რიტუალურ ცეკვად. მასში საფერხულო მწყობრის მოძრაობათა აქცენტები უშუალოდ გამომდინარეობდა საფერხულო სიმღერის აქცენტებიდან, რის გამოც მასში ხშირი იყო პაუზები, ზოგჯერ ორი ტაქტის ხანგრძლივობითაც. რძლისა და მაზლის დიალოგი ერთდროულად შეიცავდა კომიკურ მუხტებს და ტრაგიკულ ქვეტექსტს.