აბრუპტივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:04, 14 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრუპტივი – (<ლათ. abruptus – მოწყვეტილი, მოგლეჯილი), ყრუ თანხმოვანი, რომლის წარმოთქმისას ერთმანეთს მიბჯენილი სახმო სიმები გზას უღობავენ ფილტვებიდან მომდინარე ჰაერნაკადს. თვით ეს ბგერა კი ამოსუნთქვის გარეშე, ჰაერის მხოლოდ იმ მარაგით წარმოითქმება, რომელიც სახმო სიმების ზევით, პირის ღრუშია მოქცეული. ამგვარი წარმოების გამო ამ თანხმოენებს ხორხს ზედა ექსპირაციულებს,გლოტოკლუზივებს ან ყელხშულებსაც უწოდებენ, აკუსტიკური ეფექტის მიხედეით კი – მკვეთრებს. სახელწოდება აბრუპტივი ხაზს უსვამს მათი წარმოთქმის სისწრაფეს, „მოწყვეტით“ წარმოთქმას. სალიტერატურო ქართულში ექესი აბრუპტიეია: ჰ, ტ, კ, წ, ჭ, ყ. საჰირისპირო მჟღერ და ყრუ ფშვინმიერ ბგერებთან ერთად ისინი ქმნიან თანხმოვანთა სამეულებს.

აბრუპტივის არსებობა ქართული, ქართველური და ზოგი კაეკასიური ენის (მთის იბერიულ-კავკასიური ენების, აგრეთვე სომხურის, ოსურის…) ბგერითი წყობის არსებით თავისებურებად იყო მიჩნეული. აბრუპტივები სხვა ენებშიც დასტურდება (ჩრდ. აფრიკის, ამერიკის). აბრუპტივებს აღადგენენ პრაინდოევროპულისთვისაც (თ. გამერელიიე, ვ. ივანოვი).

ზოგჯერ აბრუპტივად ითელება არა მხოლოდ ბაგეებთან თუ პირის ღრუში ნაწარმოები თანხმოვანი, არამედ თვით სახმო სიმებში მათი ხშვასკდომით მიღებული ბგერა ან ბგერის ელემენტი. ასეთია, მაგ. მეგრულში თანხმოვანი ჸ (ჸუდე) ან მისი მსგავსი ჟღერაღობის მქონე ხმოვნის დასაწყისი გერმ, სიტყვათა თავკიდურ პოზიციაში (ე. წ. ხმოვნის მაგარი შემართეა: 'aber. 'unter).

ზ. ჯაფარიძე



ლიტერატურა

ახელედიანი გ., სოგაღი ფონეტიკის საფუძელები, თბ., I949;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები