ალგორითმული ენები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:24, 16 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალგორითმული ენები – ფორმალური ენები, რომლებიც ავტომატური დაპროგრამების საშუალებას იძლევა. ალგორითმული ენები შეიცავს სიმბოლოების ერთობლიობას (ენის ანბანი), ამ სიმბოლოებისაგან კონსტრუქციების შედგენის წესების სისტემას, კონსტრუქციების საშუალებით ალგორითმის გარკვეული კომპონენტების წარმოდგენას და ამ კონსტრუქციების ახსნის სისტემას, რომელიც მონაცემების ცალსახად გადამუშავების საშუალებას იძლევა. ალგორითმული ენების ანბანს შეადგენს ასოები ან რაიმე სხვა სიმბოლოები.