გადაადგილება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადაადგილება – წერტილის, წერტილთა სისტემის ან სხეულის მდებარეობის შეცვლა. გადაადგილება განისაზღვრება ვექტორებით, რომელთა სათავე წერტილთა საწყის მდებარეობაშია, ხოლო ბოლო – გადაადგილებული წერტილების საბოლოო მდებარეობაში.


სიბრტყის (სივრცის) გადაადგილება – სიბრტყის (სივრცის) ასახვა თავის თავზე, რომელიც ინარჩუნებს მანძილს ორ წერტილს შორის, ე.ი. იზომეტრია.

სიბრტყის (სივრცის) გადაადგილებას უწოდებენ სიბრტყის (სივრცის) მოძრაობას. სიბრტყის გადაადგილების მაგალითებია: ღერძული სიმეტრია, მობრუნება, პარალელური გადატანა.

სიბრტყის (სივრცის) ყოველნაირი გადაადგილება ამ სიბრტყეში (სივრცეში) მდებარე ნებისმიერ ფიგურას ასახავს მის კონგრუენტულ ფიგურაზე.

სიბრტყის ზოგიერთი გადაადგილება ცვლის ფიგურის ორიენტაციას, ზოგი არა.


გადაადგილება მათემატიკურად: გადაადგილება წარმოადგენს ნივთიერი წერტილის რადიუს-ვექტორების სხვაობას მოცემული ათვლის სისტემის მიმართ დროის ბოლო და საწყისი მომენტებისათვის და გამოისახება წერტილის ტრაექტორიის ქორდის სახით იმავე სისტემის მიმართ.


იხილე აგრეთვე


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები